ფეხბურთი

17:00 | 24.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედს" კულიბალის 130 მილიონად დაუთმობს

"ნაპოლი" მზადაა "მანჩესტერ იუნაიტედს" კალიდუ კულიბალი 130 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დაუთმოს. აღნიშნული ინფორმაცია Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა. "წითელ ეშმაკებს" კონკურენციას მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" უწევენ.

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს აღნიშნული თანხით უნდა კულიბალი ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახადოს. კალიდუს სატრანსფერო ღირებულება გასულ წელიწადნახევარში 30-დან 70 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ფეხბურთელი "ნაპოლის" დაცვის ხაზის შეუცვლელი წევრი გახდა და დამაჯერებლად თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10438