ფეხბურთი

19:33 | 24.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" მზადაა 17 წლის ბრაზილიელში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს

მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს "ფლამენგოს" 20-წლამდელთა გუნდის ფეხბურთელის 17 წლის რეინიერ ჟეზუს კარვალიოს დამატება უნდა. "სამეფო კლუბი" კი მზადაა სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადოს.

რეინიერის დამეტება "მილანს" და "მანჩესტერ იუნაიტედსაც" უნდათ, თუმცა როგორც The Sun-ი იუწყება, ესპანელები უფრო აქტიურობენ. "რეალმა" გასულ წელს ორი ბრაზილიელი ფეხბურთელი როდრიგო და ვინისიუსი ჯამში 90 მილიონ ევროს სანაცვლოდ უკვე დაიმატა და დიდი ალბათობით გუნდს კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაემატება.

რეინიერ ჟეზუს კარვალიო, პოზიციით შემტევი ნახევარმცველი, ბრაზილიის 17-წლამდელთა ნაკრების წევრია. გასულ წელს მან ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115443