ფეხბურთი

20:20 | 24.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" შესაძლოა ბაკაიოკი გამოისყიდოს

"მილანმა" შესაძლოა ზაფხულში ტიემუე ბაკაიოკო გამოისყიდოს. ფრანგი ფეხბურთელი ლონდონის "ჩელსიდან" იჯარის წესით თამაშობს. აღნიშნული ინფორმაცია Calcionews24-ი ავრცელებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში "მილანმა" 18 ფეხბურთელი ინათხოვრა, თუმცა საბოლოოდ არცერთი გამოისყიდა.

ბაკაიოკო იტალიურ გუნდს გასული წლის აგვისტოს ბოლოს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ფრანგმა საყრდენმა ნახევარმცველმა 32 მატჩი ჩაატარა და ჯენარო გატუზო ტიემუეს ნდობას უცხადებს. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114311