ფეხბურთი

11:15 | 24.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი: "ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას ვაპირებთ"

მადრიდის "რეალის" და უელსის ეროვნული ნაკრების შემტევმა გარეტ ბეილმა სლოვაკეთთან გასამართ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩამდე განაცხადა, რომ უელსის ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება უნდა.

"ჩვენ ვაპირებთ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ და ვერ ვხედავ მიზეზს თუ რატომ არ უნდა მოხდეს ასე. ბუკმეიკერები ყოველთვის ცდებიან და ჩვენ ლიდერებად არ ვართ შერაცხულნი, თუმცა გუნდი შესარჩევ ეტაპს ჯგუფის მოგების მიზნით იწყებს. ვიცით, რომ სლოვაკეთმა და ხორვატიამ პირველი მატჩები უკვე მოიგეს, თუმცა ეს არაფერს ცვლის. რთული ჯგუფი იქნება და შევეცდებით კარგად ვიასპარეზოთ." - ციტირებს Sky Sports-ი ბეილის სიტყვებს.

უელსი E ჯგუფის პირველ მატჩს კარდიფში "კარდიფ სითი სთედიუმზე" სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113489