ფეხბურთი

21:08 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეგენდები: „ლივერპული“ – „მილანი“ 3:2

“ენფილდზე“ „ლივერპულისა“ და „მილანის“ ლეგენდების მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა „მილანის“ ყოფილმა ქართველმა ვარსკვლავმა, ამჟამად კი თბილისის მერმა, კახა კალაძემაც მიიღო.

ერთმანეთს იმ თაობის ფეხბურთლები შეხვდნენ, რომლებმაც ორიათასიანებში ისტორია დაწერეს. 2005 და 2007 წლებში ჩემპიონთა ლიგის ორი ლეგენდარული ფინალი ითამაშეს. ერთი „ლივერპულმა“ მოიგო, მეორე - „მილანმა.“

ამჯერად შეხვედრა საქველმოქმედოც იყო. „ენფილდზე“ 50 ათასი მაყურებელი შეიკრიბა. მასპინძლები თავიდან 2:0 იგებდნენ, გოლები რობი ფაულერმა და ჯიბრილ სისემ გაიტანეს. თუმცა სტუმრებმა იბრძოლეს და ანგარიში გაათანაბრეს (ანდრეა პირლო, ჯუზეპე პანკარო). ბოლო წუთზე კი კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა მესამე ბურთი შეაგდო და „ლივერპულს“ 3:2 მოაგებინა.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით თამაშეს:

ლივერპული: დუდეკი, ჯონსონი, კარაგერი, ჰიიპია, აგერი, კენედი, კვარმე, ჯერარდი, გარსია, კიუიტი, ფაულერი

შემცვლელები: ვესტერველდი, მაკმანამანი, მაკეიტირი, ოლდრიჯი, ტრაორე, ბერგერი, სისე, დიაო, შმიცერი, ოუენი

მილანი: დიდა, ამბროზინი, კაფუ, კოსტაკურტა, გატუზო, კალაძე, ინძაგი, კაკა, პირლო, რუი კოშტა, სერჟინიო

შემცვლელები: აბიატი, ბორიელო, კარბონე, ფავალი, ფიორი, დიგაო, მალდინი, ოდო, პანკარო, შიმიჩი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126363