ფეხბურთი

19:59 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

უფერული დასაწყისი

მორიგი შესარჩევი ეტაპი, მორიგი იმედი და მორიგი იმედგაცრუება. შვეიცარია „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრებთან ფავორიტი იყო, მაგრამ იმედი არსებობდა. „ჯვაროსნებმა“ მეტოქეს 45 წუთი გაუწიეს სათანადო წინააღმდეგობა და მეორე ნახევარში უშანსოდ იყვნენ.

არადა, იყო ნახევრად მომენტები, სადაც შეიძლებოდა გამართლება, მაგრამ არ გამოვიდა. ფეხბურთი მცირე დეტალებისგან შედგება და ამ დეტალებში გაცილებით გამოცდილმა მეტოქემ ივარგა.

პირველი ტაიმი სანახაობრივად მოიკიჭლებდა, თუმცა ბევრი იყო ტაქტიკური ბრძოლა. ლოგიკურია, რომ რისკზე ორივე გუნდის ერიდებოდა წასვლას და შედეგიც სამართლია იყო - 0:0. საგოლე მომენტებიც თითქმის არ შემნილა. ორივე კართან განსაკუთრებით, თითოჯერ დაიძაბა ორივე კართან სიტუაცია. 33-ე წუთზე რიკარდო როდრიგესმა ჯარიმა შეასრულა, ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და აშკარა გოლს გადავურჩით - ძელს ოდნავ ჩაუარა. ლორიაც უძლური იქნებოდა. საპასუხოდ, ზუსტად 10 წუთში საქართველოსაც შეეძლო გატანა. ვაკო გვილიასა და ვაკო ყაზაიშვილის კარგი კომბინაცია გავიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ვერ ივარგა, მეტისმეტად სუსტად და თანაც ზუსტად იქ დაარტყა, სადაც იან სომერი იდგა. ტაიმის ბოლო აკორდიც ეს გამოდგა და გუნდები გასახდელში ნულოვანი ფრით შევიდნენ.

მეორე ტაიმის პირველი სიტყვა საქართველოს ნაკრების იყო - ჯანო ანანიძის კუთხურის შემდეგ გიორგი ქვილითაიამ დაარტყა და მცველმა ხელით გამოიტანა ბურთი კარის ხაზიდან. იმის მაგვირად, რომ ინგლისელ არბიტრ კრეიგ პოუსენს პენალტი დაენიშნა, ქვილითაია შეტევაში დააჯარიმა. ეგ იყო და ეგ, მერე შვეიცარიის ნაკრები სრულ უპრატესობას დაეუფლა და 10 წუთი თამაში ჩვენს ნახევარზე მიმდინარეობდა. ჯერ რემო ფროილერი მაგარ პოზიციაში აღმოჩნდა, მაგრამ ააცილა. თუმცა, 57-ე წუთზე სტივენ ცუბერი იყო ზუსტი. მისი დარტყმული დაფარული იყო ლორიამ ვეღარაფერი გააწყო - თანაბარ თამაშში შვეიცარია დაწინაურდა. კლასის ხარჯზე.

მერე იყო რამდენიმე წუთიანი პანიკა, როდესაც სტუმრებმა რამდენჯერმე შექმნეს ხიფათი. ბრლ ემბოლოს ლორიამ ფანტასტიკური სეივით აჯობა. საპასუხოდ? 71-ე წუთზე გვილიამ დაარტყა შორიდან, მაგრამ არაზუსტად. მერე ვაისმა თამაშიდან ქვილითაია მოხსნა და საბა ლობჟანიძე ჩართო. სლოვაკმა ცალსახად გათვლა სწრაფ შეტევაზე გააკეთა, მაგრამ სლოვაკის ჩანაფიქრმა არ ან ვერ იმუშავა. თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე კი ინტრიგაც დაიკარგა - ლორიამ პირისპირ აჯობა შემტევს, მაგრამ დამატებაზე დენის ზაკარიამ მაინც გაიტანა - 0:2. ქ ყველაფერი ნათელი გახდა, შვეიცარიამ საწყისი გამარჯვება მოიპოვა, საქართველომ მორიგი შესარჩევი ციკლი წარუმატებად დაიწყო. პირველი ნახევარი არ იყო ცუდი, ვაისის შეგირდებს მეტოქისთვის ტოლი არაფერში დაუდია, მაგრამ ფაქტია, მეორე ტაიმში შვეიცარია საგრძნო უპირატესობა ფლობდა და დამსახურებულად მოიგო. სტუმრებმა მეტი სათამაშო დისციპლინა, კლასი და გამძლეობა გამოავლინეს. ვაისმა კი პეტკოვიჩთან პირადი დუელიც წააგო. ამბობენ, მეორე ტაიმი მწვრთნელებისააო და თუ ასეა, მაშინ ბოსნიელმა უპირობოდ იმარჯვა. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თამაში ძალიან კარგად წაიკითხა და მეტოქის სუსტი წერტილებიც შესაშურად გამოიყენა.

და მაინც, ეს დასასრული არაა. ამ ჯგუფიდან გასვლა საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან რთუი იქნებოდა და იქნება კიდეც. მთავარი ერთა ლიგაა, მთავარია რა იქნება ერთი წლის მერე...

საქართველოს ნაკრები კი ახლა მეორე ტურის მატჩისთვის უნდა მოემზადოს და ეცადოს დღევანდელი ხასიათი 26 მარტს, დუბლინში, ირლანდიასთან გამოიკეთოს.

საქართველო - შვეიცარია 0:2 (0:0)

თბილისი, „დინამო არენა“

მაყურებელი: 50 000

საქართველო (4-1-4-1): ლორია; კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ტაბიძე (კვირკველია 61); კვეკვესკირი; ყაზაიშვილი, კანკავა, გვილია, ანანიძე (კაჭარავა 83); ქვილითაია (ლობჟანიძე 73)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

შვეიცარია (4-4-1-1): სომერი; ლიხშტაინერი, შარი, აკანჯი, როდრიგესი; ემბოლო (სტეფენი 83), ზაკარია, ჯაკა, ფროილერი (სოუ 89); ცუბერი; გავრანოვიჩი (აჯეტი 60)

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

გოლები: 0:1 ცუბერი (57), 0:2 ზაკარია (80)

გაფრთხილება: კანკავა (69), ხოჭოლავა (76), გვილია (90) - ჯაკა (89)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 4 (1) – 13 (6) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 2:9 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: კრეიგ პოუსონი (ინგლისი)

0.203989