ფეხბურთი

15:43 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი მაროკოსთან ტრავმის გამო ვერ ითამაშებს

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი მაროკოსთან გასამართ ამხანაგურ მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს. როგორც "ალბისელესტეს" ტვიტერის გვერდი იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" შემტევს საზარდულის ტრავმა აქვს. ასევე, მაროკოსთან ვერ ითამაშებს გონსალო მარტინესი, რომელსაც ფეხის ტრავმა აქვს.

არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ვენესუელასთან ამხანაგური მატჩი მადრიდში "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ჩაატარა და 1:3 დამარცხდა. მესიმ 90 წუთის განმავლობაში ითამაშა. მაროკოსთან შეხვედრას კი "ალბისელესტე" 26 მარტს გამართავს და მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119251