ფეხბურთი

2:40 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო გოდინის რეკორდი ურუგვაის ნაკრებში

მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველი დიეგო გოდინი ურუგვაის ნაკრების რეკორდსმენი გახდა. გამოცდილმა მცველმა უზებეკეთთან (3:0) მოგებულ შეხვედრაში 67 წუთი გაატარა მოედანზე და გახდა ფეხბურთელი, რომელსაც ურუგვაის ნაკრებში ყველაზე მეტჯერ უთამაშია.

გოდინისთვის ეს 126-ე სანაკრებო თამაში გამოდგა და მაქსი პერეირას შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც სანაკრებო კარიერა გასულ წელს დაასრულა. აქვე გეტყვით, რომ გოდინს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2005 წელს ჰქონდა.

„სელესტეს“ რიგებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით საუკეთესო ხუთეული ასეთია:

დიეგო გოდინი - 126 თამაში

მაქსი პერეირა - 125

დიეგო ფორლანი - 112

კრისტიან როდრიგესი - 110

ედინსონ კავანი - 109

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11163