ფეხბურთი

1:34 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ნეიმარის წინააღმდეგ საქმის განხილვა დაიწყო

უეფამ ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელ ნეიმარის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პსჟ-სა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩის მიწურულს დანიშნული პენალტის გამო სოციალურ ქსელში მსაჯები არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.

სწორედ ამის გამო უეფამ საქმის გამოძიება დაიწყო მსაჯების შეურაცხყოფის მუხლით და არაა გამორიცხული ბრაზილიელი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.

ჯერჯერობით, საქმის განსახილველი თარიღი უცნობია.

0.112724