ჩოგბურთი

23:30 | 22.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მონფილსი მოიხსნა, ბასილაშვილი ჰაასე-ჰარისის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება

ფრანგი ჩოგბურთელი გაელ მონფილსი მაიამის მასტერსს ტრავმის გამო გამოეთიშა და ძირითად ბადეში თავისი ადგილი “იღბლიან წაგებულ” – სამხრეთაფრიკელ ლოიდ ჰარისს დაუთმო.

სხვა შემთხვევაში, ამ ცნობას ნაკლებ ყურადღებას მივაქცევდით, თუმცა, ამჯერად მას კავშირი ქართულ ჩოგბურთთანაც აქვს.
საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს ამერიკული მასტერსის მე-3 წრეში სწორედ მონფილსისა და ჰოლანდიელი რობინ ჰაასეს შორის უმჯობესთან უნდა ეთამაშა და ნათელია, რომ ფავორიტად 32 წლის ფრანგი მიიჩნეოდა.
ცხადია, ეს ამბავი ნიკასთვის კარგი უნდა იყოს, რადგანაც ჰაასესა და მითუმეტეს, ჰარისს მასთან უპირატესობა არ ექნებათ.
31 წლის ჰაასემ მასტერსის საწყის წრეში სლოვაკი ლუკას ლაცკო 6:2, 6:4 დაამარცხა, მსოფლიო რეიტინგში კი 65-ე ადგილი უკავია.
96-ე პოზიციაზეა 22 წლის ჰარისი, რომელმაც კვალიფიკაციაში ავსტრალიელი ალექსეი პოპირინს 6:4, 6:2 მოუგო, თუმცა, ბრაზილიელ ტიაგო მონტეიროსთან 6:7 (5:7), 6:7 (2:7) დამარცხდა.
ჰოლანდიურ-სამხრეთაფრიკული შერკინება ბატჩ ბუჰხოლცის სახელობის კორტზე ესპანელი გარბინე მუგურუზასა და რუმინელი მონიკა ნიკულესკუს მატჩის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 1 საათის თავზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111366