ფეხბურთი

22:56 | 22.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია: "კონცენტრირება საკუთარ თავზე უნდა მოვახდინოთ"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ შვეიცარიასთან მატჩის წინ ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით მეტოქე ძლიერია, მაგრამ წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ.

„შვეიცარიასთან, რომელიც ამ ეტაპზე ძალიან ძლიერი გუნდია და ევროპაში დომინირებს, ადვილი თამაში ნამდვილად არ გველის, მაგრამ ჩვენ საკუთარ თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად", - ციტირებს გვილიას სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებთა მატჩი 23 მარტს, 18:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება.

0.121364