ფეხბურთი

21:31 | 22.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

რუგანი "იუვენტუსთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს

იტალიის ეროვნული ნაკრების მცველი დანიელე რუგანი ტურინის "იუვენტუსთან" ახალ ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. აღნიშნული ინფორმაცია La Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა. ასევე ცნობილია რომ ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ რუგანის წლიური ხელფასი 3 მილიონი ევრო იქნება.

მიმდინარე სეზონში რუგანი იტალიურმა მედიამ ლონდონის "ჩელსის" და "რომას" დაუკავშირა. ფეხბურთელის გუნდიდან შესაძლო წასვლის მიზეზად უთამაშებლობა სახელდებოდა. მიმდინარე სათამაშო წელს იტალიელმა მცველმა "ბიანკონერის" მაისურით ყველა ტურნირზე 14 შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

0.112123