ფეხბურთი

16:38 | 22.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - შვეიცარია: 34 ათასი ბილეთი გაყიდულია

საქართველოსა და შვეიცარიის მატჩამდე ერთი დღით ადრე 33 841 ბილეთია გაყიდული. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ ბილეთები „დინამო არენას“ სალაროებში ყოველდღე 19:00 საათამდე იყიდება. გარდა ამისა, ონლაინ, ვებგვერდ TKT.GE-ზეა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებთა მატჩი 23 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132621