ჩოგბურთი

11:18 | 22.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

როლან გაროსის სარეკორდო საპრიზო ფონდი

2019 წლის საფრანგეთის ღია პირველობის ფონდი 42.7 (2018 წელს 36.9) მილიონი ევრომდე გაიზარდა, რაც სხვა დიდი სლემის ტურნირებს შორის ყველაზე დიდი საპრიზო ფონდი იქნება.

ერთეულთა თანრიგში, 2019 წლის როლან გაროსის ჩემპიონი, 2.3 მილიონ ევროს მიიღებს, რაც წინა წელთან შედარებით 4.55%-ით მეტი იქნება.

თუ ჩოგბურთელი ტურნირის ძირითადი ბადის პირველსავე წრეში გამოეთიშება 46 000 ევროს მიიღებს, რაც წინა წელთან შედარებით 15%-ით მეტია.

აქამდე ყველაზე დიდი საპრიზო ფონდი ამერიკის ღია პირველობა ჰქონდა, - 40.2 მილიონი ევრო.

როლან გაროსის ტურნირის 20 მაისს დაიწყება და 9 ივნისს დასრულდება.

0.122479