ფეხბურთი

0:15 | 22.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

იკარდიმ ვარჯიში განაახლა

ექვსკვირიანი შესვენების შემდეგ მილანის "ინტერის" არგენტინელმა თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ ვარჯიში განაახლა. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ლუჩიანო სპალეტიმ ის მოთამაშეები ავარჯიშა, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში არ გამოიძახეს.

იკარდი მუხლის ტრავმის გამო არ თამაშობდა, რაც თავად ფეხბურთელმა დაადასტურა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს და იკარდის კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაეძაბა. ასევე, მაურომ კლუბთან ახალი კონტრაქტი ვერ შეათანხმა.

მიმდინარე სეზონში მაურომ 28 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ბოლოს 9 თებერვალს "პარმას" წინააღმდეგ ითამაშა.

Loading...
სტატისტიკა
0.271301