ფეხბურთი

20:55 | 21.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა "დინამო არენაზე" ივარჯიშა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 21 მარტს „დინამო არენაზე“ ივარჯიშა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, სავარჯიშო პროცესი ერთ საათს გაგრძელდა. ჩვენი გუნდი შვეიცარიასთან მატჩისთვის 25 ფეხბურთელით ემზადება. ეროვნულ გუნდში ამ დროისთვის გამოძახებული ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა და წლის სადებიუტო მატჩის მოლოდინშია.

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: საქართველოს შვეიცარიის მატჩის მედია აკრედიტაციები 22 მარტს, 13 საათიდან 18 საათამდე „დინამო არენას“ მედია ცენტრში გაიცემა.

აკრედიტებული მედიის წარმომადგენელთათვის 22 მარტის სრული განრიგი:

14:30 - დინამო არენას მედია ცენტრი
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია
16:15 – ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზა
საქართველოს ნაკრების ვარჯიში ( მედიის დასწრება საწყისი 15 წუთი)
17:30 – დინამო არენას მედია ცენტრი
შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ პეტკოვიჩის პრესკონფერენცია
18:00 - დინამო არენა
შვეიცარიის ნაკრების ვარჯიში (მედიის დასწრება საწყისი 15 წუთი)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

საქართველო - შვეიცარიის მატჩი 23 მარტს 18:00 საათზე თბილისის "დინამო არენაზე" გაიმართება. მატჩზე დასასწრები 5, 10, 15 და 25 ლარიანი ბილეთების შეძენა როგორც ინტერნეტით (tkt.ge) , აგრეთვე შეხვედრის მასპინძელი სტადიონის სალაროებში ყოველდღიურად 11:00-დან 19:00 საათამდე შეგიძლიათ.

www.gff.ge

0.114085