ფეხბურთი

18:14 | 21.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლოსანო სერია A-ს უახლოვდება

ჰოლანდიური პსვ ეინდჰოვენის შემტევი ირვინგ ლოსანო ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დიდი ალბათობით, კარიერას იტალიის სერია A-ში გააგრძელებს. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, „ნაპოლი“ ძალიან ახლოსაა ტრანსფერის დახურვასთან.

ნეაპოლელები მექსიკელი შემტევის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს იხდიან, ხოლო ფეხბურთელის პირადი კონტრაქტი ამ ეტაპზე არ გასაჯაროვებულა.

აღსანიშნავია, რომ ნეაპოლში ლოსანო დრის მერტენსის შემცვლელად ესახებათ, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი ეწურება და მის გახანგრძლივებას მხარეები არ ჩქარობენ. საინტერესოა, რომ თავის დროზე „ნაპოლიმ“ მერტენსიც პსვ-დან დაიმატა.

ირვინგ ლოსანომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 34 თამაში ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი მიითვალა.

Loading...
სტატისტიკა
0.230492