ჩოგბურთი

14:44 | 21.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ წყვილთა თანრიგშიც იმარჯვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ბრაზილიურ კურიტიბაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ერთეულთა ბადის კვალად, წყვილთა შეჯიბრშიც გამარჯვება იზეიმა.

გორგოძე და ჩილელი დანიელა სეგუელი “უაილდ ქარდის” მქონე ბრაზილიურ დუეტს (ალვეში-სე) გაეჯიბრნენ და 0:6, 6:4, 10:5 მოიგეს.
უკვე ცნობილია, რომ მეოთხედფინალში ეკო და დანიელა პირველი განთესვის მქონე მონტენეგროულ-ბრაზილიურ წყვილს (კოვინიჩი-პიგოსი) გაეჯიბრებიან.
შეგახსენებთ, რომ ერთეულთა თანრიგში გორგოძე მე-2 ნომრადაა განთესილი და მერვედფინალში “უაილდ ქარდის” მქონე ბრაზილიელ ალვეშს ეთამაშება.

0.117455