კალათბურთი

22:40 | 20.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის 15 ქულა 12 წუთში

ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ბეირუთმა” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა.

ქართველი კალათბურთელის გუნდმა ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ “ჰომენთმენს” 86:81 სძლია, ნიკამ კი 12 წუთში 15 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ცქიტიშვილმა 4-ვე ორქულიანი, 2-ვე სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ბეირუთმა” 11 მოგება მოაგროვა და “ჩემპვილთან”, “ალ რიადისთანა” და იმავე “ჰომენთმენთან” ერთად, პირველ-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, თუმცა კი, პირველ ორს მარაგში თამაში აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114009