ფეხბურთი

21:06 | 20.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები - მზადების მესამე დღე

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სასტარტო მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. შეკრების მესამე დღეს ს.კ „ზესტაფონის“ ბაზაზე ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულმა ყველა ფეხბურთელმა ივარჯიშა.

მათ შორის, ვატო არველაძემ, რომელიც წინა ორი დღე მხოლოდ ინდივიდუალურად ემზადებოდა. როგორც სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება, დღევანდელი ვარჯიშის ძირითადი ნაწილი ორმხრივ ვარჯიშს დაეთმო.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქე შვეიცარია თბილისში, 21 მარტს, საღამოს ჩამორინდება.

შეხვედრა კი, 23 მარტს, „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119051