ფეხბურთი

21:30 | 20.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კვეკვესკირი: "ამაზე უკეთეს გამოცდას ვერც წარმოვიდგენდით"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა შვეიცარიასთან მატჩის წინ ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, ფეხბურთელებს ერთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ აინტერესებთ გუნდის რეალური ძალა და ამაზე უკეთეს გამოცდას ვერც წარმოიდგენდნენ.

კვეკვესკირი გულშემატკივრის მხარდაჭერას იმედოვნებს და ამბობს, რომ ქომაგები საქართველოს ნაკრებისთვის ყოველთვის დიდ ძალას წარმოადგენენ.

„გულშემატკივრის მსგავსად, ჩვენც ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს. ერთა ლიგაზე მიღწეული დადებითი შედეგის და შემტევი, ლამაზი ფეხბურთის ჩვენების შემდეგ ფეხბურთელებს პირველ რიგში გვაინტერესებს ჩვენი რეალური შესაძლებლობები. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და ამაზე უკეთეს გამოცდას ვერც წარმოვიდგენდით.

რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, ჩვენი თამაში ვიპოვეთ და შესაბამისად, თავდაჯერება მოგვემატა. ამას, რა თქმა უნდა, ემატება მაყურებლის ფაქტორი. ქართველი გულშემატკივარი ჩვენთვის ყოველთვის დიდი ძალაა და მითუმეტეს ასეთ მატჩზე განსაკუთრებით გვჭირდება მათი დახმარება.

ყველა მოთამაშე მოტივირებულია და ელოდება შვეიცარიის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას. რა თქმა უნდა, საკვალიფიკაციო ეტაპის კარგი თამაშითა და გამარჯვებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია", - ციტირებს კვეკვესკირის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებთა მატჩი 23 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120796