ფეხბურთი

20:16 | 20.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა: "სულშერმა "მანჩესტერში" დარჩენა დაიმსახურა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა მიიჩნევს, რომ ოლე გუნარ სულშერი გუნდში უნდა დარჩეს. ფრანგი ვერ ხედავს მიზეზს, რის გამოც ზაფხულში ნორვეგიელმა „ოლდ ტრაფორდი“ უნდა დატოვოს.

„რა თქმა უნდა, გვინდა, რომ სულშერი დარჩეს. მას საოცარი შედეგები აქვს, ფეხბურთელებთან ბრწყინვალე ურთიერთობა გააჩნია. როდესაც ფეხბურთელი კმაყოფილია, სურს, რომ იგივე მწვრთნელთან მუშაობა გააგრძელოს. სულშერმა დარჩენა დაიმსახურა, ჩვენი გუნდის შესახებ ყველაფერი იცის.

ის ბედნიერი მწვრთნელია, რომელმაც ფეხბურთელებს ნდობა მისცა. ამ ფაქტორმა მოგვიტანა თავისუფლება და მოედანზე გასვლით სიამოვნებას ვიღებთ“, - განაცხადა პოგბამ.

შეგახსენებთ, რომ ოლე გუნარ სულშერმა „მანჩესტერი“ დეკემბერში ჩაიბარა და გუნდის შედეგები მკვეთრად გაუმჯობესდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110141