ფეხბურთი

18:05 | 20.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა "ლივერპულში"?

ინგლისური „ლივერპული“ ზაფხულში თავდამსხმელის დამატებას აპირებს და მთავარი კანდიდატი პაულო დიბალაა. Tutto Mercato-ის ინფორმაციით, იურგენ კლოპის სიაში არგენტინელი პირველი წერია და ინგლისელები ყველაფერს გააკთებენ, რომ ტრანსფერი შედგეს.

აღსანიშნავია, რომ დიბალა მიმდინარე სეზონში „იუვესთვის“ ისეთი შეუცვლელი ფიგურა აღარაა, როგორც ეს გასულ წლებში იყო. სამხრეთ ამერიკელს იტალიელებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, ხოლო მისი ღირებულება დაახლოებით 100 მილიონ ევროს შეადგენს.

საინტერესოა, რომ დიბალას „ინტერსაც“ უკავშირებენ. იტალიური მედია წერს, რომ არაა გამორციხული ზაფხულში მაურო იკარდისა და პაულოს ბარტერი შედგეს.

მიმდინარე სეზონში პაულო დიბალამ „იუვენტუსის“ მაისურით 35 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.

Loading...
სტატისტიკა
0.249637