კალათბურთი

15:20 | 20.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიამ ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო

ესპანური “ბასკონიას” ქართველმა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო. შესაბამისი ფოტო ბასკურმა გუნდმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა წარწერით – “დაბრუნებამდე დღეებს ვითვლით”.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის შენგელია შარშან, 30 დეკემბერს მადრიდის “რეალთან” მატჩში დაშავდა (არგენტინელ ფაკუნდო კამპაცოსთან შეჯახებისას მუხლი დაიზიანა) და თავდაპირველი ვერსიით, 3-4 კვირა უნდა გამოეტოვებინა, თუმცა, მოგვიანებით ვითარება შეიცვალა.
იოლი გამოსათვლელია, რომ შენგელიას დაახლოებით სამთვიანი იძულებითი უქმობა მოუხდა, თუმცა, როგორც სჩანს, პრობლემები წარსულს ჩაბარდა და მალე, “ბასკონიას” ლიდერი მოედანზე უნდა ვიხილოთ.
თოკოს დაბრუნება კი ესპანურ გუნდს, რომელიც ევროლიგის “ოთხთა ფინალის” მასპინძელია და ამ მინი-ტურნირში მოსახვედრად იბრძვის, ძალიან სჭირდება.
საინტერესოა, რომ “ბასკონიას” მორიგი პრინციპული მატჩი დღეს ელის, როდესაც ათენში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ “პანათინაიკოსს” გაეჯიბრება.
ამ დროისთვის, ბასკები ბერძნებს 1 მოგებით უსწრებენ და სწორედ იმ მე-8 ადგილზე იმყოფებიან, რომელიც პლეიოფში თამაშის უფლებას იძლევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113779