ფეხბურთი

13:51 | 20.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი: „ბარსელონა“ მეტ ფულს მთავაზობდა, მაგრამ უკეთესი პროექტი ავირჩიე“

„რეალის“ ჭაბუკმა ბრაზილიელმა შემტევმა, ვინისიუსმა, ჟურნალისტებს აუხსნა, „ფლამენგოდან“ წამოსვლის შემდეგ, რატომ აირჩია მადრიდული კლუბი და არა „ბარსელონა,“ თუმცა კატალონიელები მეტ ხელფასს სთავაზობდნენ.

„მამა სხვა კლუბებზე არაფერს მეუბნებოდა, სანამ ჩემით „რეალი“ და „ბარსელონა“ არ დაინტერესდნენ. შემდეგ ორივე კლუბი მოვინახულეთ და ორივე მოგვეწონა. „ბარსელონა“ მეტ ფულს მთავაზობდა, მაგრამ ჩვენ უკეთესი პროექტის არჩევა გვინდოდა. ამაში მარსელო და კაზემიროც დაგვეხმარნენ.

კაზემირომ მითხრა, რომ ცოტას ნერვიულობს, როცა ზიდანი საუბრობს. მას უდიდესი ავტორიტეტი აქვს გუნდში. ის ლეგენდაა. დაბრუნებულმა ზიდანმა მითხრა, ტრავმის გამო არ ვინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნებაო. მის ნათქვამს განსაკუთრებული ფასი აქვს.“ -განუცხადა ვინისიუსმა Goal.com-ს.

0.114018