ფეხბურთი

2:35 | 20.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი და ჯარიმები...

ლიონელ მესისგან არაფერი გვაკვირებს და შესაბამისად, ახლა, რასაც გიამბობთ, არც ეს უნდა იყოს დიდი მოულონდელობა - არგენტინელს უფრო მეტი ჯარიმა აქვს გატანილი, ვიდრე გუნდებს!

ლეომ გასულ უიქ-ენდზე „ბეტისს“ გაუტანა ჯარიმა (ისე კი, ჰეთ-თრიქიც შეასრულა) და სტატისტიკოსებმაც არქივი ამოქექეს.

გაირკვა, რომ 2011-2012 წლების სეზონიდან მოყოლებული დღემდე ტოპ ჩემპიონატებში მესიზე მეტი ჯარიმა არცერთ ფეხბურთელს არ გაუტანია. მეტიც, გუნდებზე უკეთესი შედეგი აქვს.

ლეომ 2011 წლიდან 25-ჯერ იხეირა საჯარიმო დარტყმით და შედარებისთვის იმავე პერიოდში მთლიანად „რეალს“ 24 ჯარიმა აქვს გატანილი.

მესი მეორე ადგილზეა და მხოლოდ ტურინის „იუვენტუსს“ ჩამორჩება. „ბებერი ქალბატონის“ ფეხბურთელების ანგარიშზე (დელ პიერო, პირლო, პოგბა, პიანიჩი, დიბალა) ბოლო 8 წლის განმავლობაში 29 შედეგიანი ჯარიმაა.

„იუვენტუსი“ – 29 ჯარიმა

ლიონელ მესი - 25

„რეალი“ – 24

„ლიონი“ – 22

„რომა“ და პსჟ - 21

„ლივერპული“ – 19

აქვე გეტყვით, რომ მესის მიმდინარე სეზონში 4 ჯარიმა აქვს გატანილი, რაც ტოპ ჩემპიონატებში საუკეთესო მაჩვენებელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111991