სხვა

1:35 | 20.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

იაპონელი, რომელიც 1964 წლიდან ყველა ოლიმპიურ თამაშებს დასწრებია, 92 წლისა გარდაიცვალა

იაპონელი გულშემატკივარი ნაოტოსი იამადა, რომელიც 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან ყველა ღონისძიებას დასწრებია, 92 წლისა გარდაიცვალა.

იამადამ, რომელსაც იცნობდნენ მეტსახელით „ოლიმპიელი ბაბუა", ცოტა ხნით ადრე ოჯახის წევრებს უთხრა, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები მთელი მისი ცხოვრების კულმინაცია გახდებოდა.

„გულისტკივილით შევიტყვე, რომ 92 წლისა გარდაიცვალა ნაოტოსი იამადა. ის იყო ნამდვილი სუპერფანატი. გაისად ტოკიოში ჩვენ ის დაგვაკლდება," - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის სიტყვებს ავრცელებს ორგანიზაციის ოფიციალური ტვიტერი.

www.geonoc.org.ge

თეგებითომას ბახი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116324