ფეხბურთი

21:55 | 19.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით ვარჯიშობს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის სასტარტო მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. „ჯვაროსნებმა“ დღეს ს.კ „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშეს.

როგორც სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება, ვარჯიშში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. პოლონური „კორონას“ ფორვარდი ვატო არველაძე კი ამჯერადაც ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებთა მატჩი 23 მარტს, „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114317