ფეხბურთი

22:45 | 19.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

რუნი MLS-ში გამოარჩიეს

ვეტერანი ინგლისელი თავდამსხმელი უეინ რუნი ამერიკული MLS-ის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. „DC იუნაიტედის“ შემტევმა გასულ ტურში „რეალ სოლტ ლეიკთან“ (5:0) მოგებულ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ რუნიმ ამერიკულ კარიერაში ჰეთ-თრიქი პირველად შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ რუნი MLS-ში მეორე სეზონს ატარებს და დღემდე 24 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა.

0.114449