ჩოგბურთი

21:30 | 19.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი და დელ პოტრო მაიამის მასტერსს გამოტოვებენ

მაიამის მასტერსს მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი რაფაელ ნადალი და მეხუთე ნომერი ხუან მარტინ დელ პოტრო გამოტოვებენ, აღნიშნულ ინფორმაციას ATP-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ორივე ჩოგბურთელს ერთნაირი ტრავმა აწუხებს. ჩოგბურთელებს მარჯვენა ფეხზე დაზიანება აქვთ, რის გამოც ტურნირზე ვერ იასპარეზებენ.

მაიამის მასტერსის ტურნირის ძირითადი ბადის თამაშები 20 მარტს დაიწყება და ამა თვის 31 რიცხვში დასრულდება.

ტურნირის საპრიზო გონდი 9 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115606