ფეხბურთი

17:52 | 19.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაქირის ნაცვლად მბაბუ

შვეიცარიის ნაკრები საქართველოს ნაკრებთან მატჩის მზადებას განაგრძობს. დღეს კი, ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც ტრავმირებულ შერდან შაქირის ჩაანაცვლებს.

ვლადიმირ პეტკოვიჩმა ეროვნულ გუნდში ბერნის „იანგ ბოიზის“ წვერ კევინ მბაბუს უხმო. საინტერესოა, რომ შაქირი შემტევია, ხოლო მბაბუ პოზიციით მარჯვენა მცველია.

23 წლის ფეხბურთელს შვეიცარიის ნაკრებში დებიუტი 2018 წელს ჰქონდა და აქამდე ერთადერთხელ უთამაშია ეროვნული გუნდის მაისურით. მოკლედ, ახალი სახეა.

შეგახსენებთ, შაქირი შვეიცარიის ნაკრებს ტრავმის გამო გამოაკლდა და შეკრება გუშინ დატოვა. საქართველოსა და შვეიცარიელთა მატჩი 23 მარტს, თბილისში, 18:00 საათზე დაიწყება.

0.114801