ფეხბურთი

17:26 | 19.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი "ბარსელონაში" გადასვლაზე დაფიქრდა

ანტუან გრიზმანი მადრიდის „ატლეტიკოს“ დატოვებაზე ფიქრობს. Mundo Deportivo-ს ცნობით, ფრანგი შემტევის სურვილია ზაფხულში კატალონიის „ბარსელონაში“ გადავიდეს, რომელსაც ერთი წლის წინ უარი უთხრა.

მას შემდეგ, რაც „როხიბლანკო“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, გრიზმანმა „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ დარჩენის სურვილი დაკარგა. შედეგად, არაა გამორიცხული, რომ ზაფხულში ნავსაყუდელი გამოიცვალოს.

„ბარსელონა“ კი 32 წლის ლუის სუარესის შემცვლელს აქტიურად ეძებს, რომელიც ძველებურად შედეგიანად ვერ თამაშობს. ფრანგი შემტევი კი დიდი ხანია კატალონელთა რადარზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ანტუან გრიზმანი „ატლეტიკოს“ 2014 წელს სან სებასტიანის „რეალ სოსიედადიდან“ შეუერთდა და გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112194