ფეხბურთი

12:53 | 19.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰადსონ-ოდოი ინგლისის ნაკრებში პირველად გამოიძახეს. „ბაიერნი“ კი მას 10 ნომრიან მაისურას ჰპირდება

ლონდონის „ჩელსის“ შემტევ კალუმ ჰადსონ-ოდოის თავიდან ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში უნდა ეთამაშა, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეითმა ის მთავარ გუნდში გამოიძახა ჩეხეთთან და ჩერნოგორიასთან ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩებისთვის.

თუ პარასკევს, ჩეხეთთან შეხვედრაში მინდორზე გავიდა, 18 წლის და 135 დღის იქნება და რიგით მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბუთელი გახდება „სამი ლომის“ ისტორიაში. ის უეინ რუნისა და დანკან ედვარდსს შორის მოხვდება, შემდეგი კი მაიკლ ოუენია.

„ჩელსის“ ჭაბუკმა გარემარბმა ბოლო დროს ევროპის სოლიდური კლუბების ყურადღებაც მიიპყრო. მაგალითად, მიუნხენის “ბაიერნი“ იანვარში მზად იყო ოდოიში 40 მილიონი გირვანქა გადაეხადა და თან 10 ნომრიან მაისურასაც სთავაზობდნენ.

ჰადსონ-ოდოიმ 2017 წელს, ინდოეთში გამართული 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მაშინ პირველად გამოარჩიეს ინგლისის ჭაბუკთა ნაკრებში. „ჩელსის“ აკადემიის აღზრდილია, თუმცა ახლანდელ მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარისთან მთლად თბილი ურთიერთობა არ ჰქონია. ამიტომაც ვარაუდობენ, რომ ზაფხულში ის ბავარიულ კლუბში გადაბარგდება.

0.109428