ფეხბურთი

9:48 | 19.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ: „მბაპე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა დამრიგებელმა, ჟოზე მოურინიუმ, „პარი სენ-ჟერმენის“ ჭაბუკი ფრანგი შემტევი, კილიან მბაპე, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ დაასახელა.

„არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება ის ხუთი ან ათი წლის შემდეგ. ნახეთ დღეს როგორ თამაშობს. თუ საკითხს ეკონომიკის მხრივ მივუდგებით, ძალიან მნიშვნელოვანია ასაკი. ის 20 წლისაა. ამ მხრივ, მბაპეს ვერავინ შეედრება. თუ თეორიულ ტრანსფერზე ვისაუბრებთ, მბაპე დღეს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იქნებოდა.“ - უთხრა პორტუგალიელმა სპეციალისტმა beIN Sports-ს.

საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში, 23 მატჩში მბაპემ 26 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე პასითაც გამოირჩა.

0.108309