ფეხბურთი

9:04 | 19.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

France Football-ის ვერსიით, რინუს მიხელსი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია

ფრანგულმა France Footbal-მა ფეხბურთის ისტორიაში 50 საუკეთესო მწვრთნელის რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოკითხვის შედეგად, პირველ ადგილზე „აიაქსის,“ „ბარსელონასა“ და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, ტოტალური ფეხბურთის მამამთავარი, ჰოლანდიელი რინუს მიხელსი გავიდა.

მეორეზე - „მანჩესტერ იუნაიტედის“ შოტლანდიელი თავკაცი, ალექს ფერგიუსონი. მესამეზე - „მილანისა“ და იტალიის ეროვნული გუნდის მწვრთნელი არიგო საკი.

პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ: იოჰან კრუიფი, ხოსეპ გვარდიოლა, ვალერი ლობანოვსკი, ელენიო ერერა, კარლო ანჩელოტი, ერნსტ ჰაპელი და ბილ შენკლი.

ცხადია, ძნელია სხვადასხვა ეპოქების სპეციალისტების შედარება და მათში საუკეთესოების ამორჩევა. ამიტომ კრიტერიუმად დაადგინეს ის, თუ რამდენად დიდი როლი ითამაშა ამა თუ იმ მწვრთნელმა, ზოგადად მსოფლიო ფეხბურთის განვითარების საქმეში.

მიხელსმა გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოდან რევოლუციური ცვლილებები მოახდინა ფეხბურთში, რომელსაც ტოტალური ფეხბურთი დაერქვა. იოჰან კრუიფი და პეპ გვარდიოლა მისი ფილოსოფიის პირდაპირი გამგრძელებლები არიან.

ასევე მან შეცვალა ორი უდიდესი კლუბის, ამსტერდამის „აიაქსისა“ და „ბარსელონას“ ისტორია, რომლებმაც ჯამში უამრავი ჯილდო მოიგეს. 1988 წელს კი მისი ხელმძღვანელობით, ჰოლანდიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135436