ფეხბურთი

0:59 | 19.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

რუსული სტილი ბრაზილიური იდეით - შვეიცარიელთა თავკაცის თვალით დანახული საქართველო
"საქართველო სახლში ყოველთვის სიამაყით თამაშობს"

შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა საქართველოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ბოსნიელი სპეციალისტი ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდთან დაპირისპირებაზე სერიოზულად ფიქრობს. პეტკოვიჩის განცხადებით, ბელგიასთან შთამბეჭდავი გამარჯვება წარსულია და ახლა მნიშვნელოვანია ევრო შესარჩევის წარმატებით დაწყება.

შვეიცარიელთა მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებსაც ახასიათებს და ამბობს, რომ რუსული სტილით და ბრაზილიური იდეით თამაშობს.

შარშანდელი თოვლი

ბელგიასთან თამაში წარსულია, შარშანდელი თოვლია. კარგ და ცუდ დასაწყისს შორის დიდი განსხვავებაა. გვინდა, დავიწყოთ ისე, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, პირველივე თამაში მოვიგოთ. ეს კარგ განწყობას შექმნის.

რუსული სტილი და ბრაზილიური იდეა

დანიის ნაკრებზე შემდეგ ვისაუბროთ, ახლა საქართველოს ნაკრებთან მატჩზე ვართ კონცენტრირებული. თვითდაჯერებულ გუნდს ვეთამაშებით, რომელმაც ერთა ლიგაზე 6-დან 5 თამაში მოიგო და ერთხელ ფრე ითამაშა. მათ რუსული სტილი აქვთ, მაგრამ ბრაზილიური იდეით. ყოველთვის ლამაზი ფეხბურთის თამაშის სურვილი აქვთ და კრეატივის შექმნა სურთ. ისინი სახლში, 50 ან 60 ათასი მაყურებლის წინაშე სიამაყით თამაშობენ. ჩვენ ფავორიტები ვართ, მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ.

გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე

ჩაკვეტაძე? არაფერია, მოედანზე ისეთი ფეხბურთელები იქნებიან, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაზე უთამაშიათ. მაგალითად სოლომონ კვირკველია და ჯანო ანანიძე.

პრობლემა თავდასხმაში

სეფეროვიჩი? ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, მაგრამ ჩვენ გვაქვს სისტემა და მისი შეცვლა შეგვიძლია. შაქირის მცირე სათამაშო პრაქტიკა? არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც აღარ თამაშობს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც დიდ კლუბებში ხდება.

მარჯვენა მცველი

მბაბუმ გუნდში ითამაშა, მაგრამ თითქოს რაღაც აკლდა. ამ ორი თამაშისთვის საუკეთესო 23 ფეხბურთელი გამოვიძახე. მარჯვენა მცველის პოზიციაზე ორი ვარიანტი მაქვს - სტეფან ლიხშტაინერი და მიხაელ ლანგი. თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდება, ნებისმიერ დროს შემიძლია მბაბუს გამოძახება. თუმცა, ვიმედოვნებ, გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდება.

0.117755