კალათბურთი

16:05 | 18.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბულაშვილის 22 ქულა და მე-15 გამარჯვება

ესპანეთის რანგით მე-4 ლიგის (EBA) A-B ჯგუფში შედეგიანი თამაშს განაგრძობს 20 წლის ქართველი კალათბურთელი ლუკა ბულაშვილი.

25-ე ტურში ჩვენებურის “კულერედომ” სტუმრად “ოვიედოს” 70:63 სძლია, ლუკა კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 36 წუთში 22 ქულა, 3 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა.
ბულაშვილმა 8-დან 2 ორქულიანი, 14-დან 4 სამქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
“კულერედომ” 15 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს, ლიდერ “პონფერადას” კი მხოლოდ 1 გამარჯვებით ჩამორჩება. ლუკას გუნდი მომდევნო შეხვედრას 24 მარტს, სტუმრად, “ლუგოსთან” გამართავს.
წარმატებული დღე ჰქონდა 17 წლის რატი ანდრონიკაშვილის “მირაფლორეს ბურგოსსაც”, რომელიც A-A ლიგაში “ლა ფეჩას” დაუხვდა და 95:83 იმარჯვა.
ახალგაზრდა ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე 11 წუთი გაატარა და 6 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.
ანდრონიკაშვილმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.
“მირაფლორესი” 12 მოგებითა და 9 მარცხით მე-7 პიზიციაზეა, შემდეგი მატჩი კი 23 მარტს, სტუმრად, “გოეირისთან” ელის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114585