ჭიდაობა

14:50 | 18.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ჭაბუკების 11 მედალი და გუნდური პირველი ადგილი ბულგარეთიდან

16-17 მარტს, ბულგარეთის ქალაქ გალობოვოში სკოლის ასაკის ჭაბუკთა შორის U15 "Zlati Dinev Roydev"-ის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.

UWW-ს ეგიდით გამართულ შეჯიბრზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა 7 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონები თორნიკე ასაბაშვილი (38 კგ.), დავით ქობულაშვილი (41 კგ.), საბა კობახიძე (44 კგ.), გიორგი გოგრიჭიანი (48 კგ.), ლუკა ვანიშვილი (52 კგ.), თორნიკე სამხარაძე (75 კგ.) და მიშიკო კალაიჯიშვილი (85 კგ.) გახდნენ.

ვერცხლის მედალს მაგომედ მაგომედოვი (44 კგ.) დასჯერდა, ბრინჯაოს მედლები კი ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა (38 კგ.), გიორგი აბულაშვილმა (57 კგ.) და გიორგი სუმარნიძემ (75 კგ.) აიღეს.

გუნდს ჯონი ლორია, კახაბერ დობორჯგინიძე და გოჩა კირკიტაძე ხელმძღვანელობდნენ.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.114021