ფეხბურთი

19:43 | 18.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სასტუმრო "მოხალისეში" ტუტორთა გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო

მწვრთნელთა საგანმანთლებლო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ტუტორთა მომზადების მეორე ეტაპს იწყებს. გასული წლის მსგავსად, წელსაც პროგრამას სფფ-ის ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე, უეფას მწვრთნელთა განათლების ექსპერტ გენადი სკურტულთან ერთად უძღვება.

ტუტორთა ინსტიტუტი მწვრთნელთა განათლების მიმართულებით პირველად 2018 წელს, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობითა და აქტიური მონაწილეობით დაინერგა.

სასტუმრო მოხალისეში გამართულ პირველ სემინარში 10 ტუტორი მონაწილეობდა, მათ შორის 3 ფუტსალის სპეციფიკის გათვალისწინებით გადამზადდება, ხოლო 3 მეკარეების მწვრთნელებთან იმუშავებს.

ტუტორთა გადამზადების კურსი 6 მოდულს მოიცავს და მისი მთავარი მიზანია, მსმენელები თანამედროვე მეთოდოლოგიას დაეუფლონ და ისწავლონ, როგორ გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება ახალბედა მწვრთნელებს.

www.gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101657