ფეხბურთი

1:42 | 18.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი მესი-შოუ

“ბარსელონამ“ დღის გვიან მატჩში „ბეტისს“ სტუმარდ 4:1 მოუგო. ლეო მესიმ მორიგი დიდი წარმოდგენა მოაწყო. ჰეთ თრიქი შეასრულა და რეკორდებიც დაამყარა. მაგალითად, ანგარიში მან ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გახსნა. ეს კაცი სჯარიმოებს უკვე პენალტებივით ურტყამს. ამისდაკვალად, ევროპის საუკეთესო ხუთ ლიგაში ჯარიმებიდან გატანილი გოლების რაოდენობით ლიდერი გახდა. მის ანგარიშზე 4 ასეთი გოლია. უახლოესი კონკურენტები არკადიუშ მილიკი („ნაპოლი“) და ჟონათან შმიდი („აუგსბურგი“) არიან, 3-3 გოლი ჯარიმიდან.

აღმოჩნდა, რომ ეს არგენტინელის 25-ე ჯარიმიდან გატანილი ბურთი იყო ბოლო 8 სეზონის განმავლობაში. ერთით მეტი, ვიდრე მადრიდის „რეალის“ ყველა ფეხბურთელსა ამავე პერიოდში...

კიდევ, მესიმ 674-ე მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში, რაც იმას ნიშნავს, რომ ანდრეს ინიესტას დაეწია და კლუბში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით მასთან მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. პირველზე კი ჩავია - 767 მატჩით.

არგენტინლმა მეორე გოლიც ეფექტურად შეაგდო, მაგრამ მესამე საერთოდ ფანტასტიკური გახლდათ, როცა სუარესის პასის კვალად, საჯარიმოს გარედან, ერთი შეხებით, მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. ვისაც არ გინახავთ, ეს უნდა ნახოთ მეგობრებო...

“სევილიამ“ სტუმრად დაამარცხა „ესპანიოლი.“ ერთადერთი გოლი ანდალუსიელთა ფრანგმა შემტევმა, ვისამ ბენ-იედერმა გაიტანა თერთმეტმეტრიანით, რომელიც ანდრე სილვას წაქცევისთვის დაინიშნა.

43 ქულით „სევილია“ კვლავაც მეექვსე საფეხურზე რჩება, თუმცა მეოთხე ადგილს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლევა, მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

ესპანეთი

პრიმერა. 28-ე ტური. 17 მარტი

ბეტისი - ბარსელონა 1:4

სევილია. „ბენიტო ვილიამარინი.“ 54 172

0:1, 0:2 მესი (18, 45+2), 0:3 სუარესი (63), 1:3 ლორენი (82), 1:4 მესი (85)

ბეტისი: ლოპესი, მანდი, ბარტრა, სიდნეი, ხოაკინი (ემერსონი 67), კარვალიუ (ლორენი 75), გუარდადო, კანალესი, ტელიო, ლო ჩელსო (ლაინესი 68), ხესე

მწვრთნელი: კიკე სეტიენი

ბარსელონა: ტერ შტეგენი, რობერტო, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, არტური (სემედუ 64), ვიდალი, რაკიტიჩი (ალენია 89), მესი, სუარესი (კოუტინიო 90)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

გაფრთხილება: გუარდადო (16); ლანგლე (52), სემედუ (67)

ეიბარი - ვალიადოლიდი 1:2

1:0 ორელიანა (54), 1:1 ვერდე (91, პენ), 1:2 სერხი გვარდიოლა (93)

ესპანიოლი - სევილია 0:1

0:1 ბენ იედერი (53, პენ)

ვალენსია - ხეტაფე 0:0

ვილიარეალი - რაიო ვალეკანო 3:1

0:1 მარიო სუარესი (20), 1:1, 2:1 ეკამბი (50, 52), 3:1 ხერარდი (88)

0.159235