სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

22:44 | 17.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ გადარჩა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

დიახ, ბოლოს მაინც დაამარცხა „ფულემი“ და სატურნირო ცხრილს ისევ სათავეში ჩაუდგა. თუმცა „სიტის“ ერთით ნაკლები მატჩი უთამაშია და წარმატების შემთხვევაში, ცხრილს კვლავ კენწეროში მოექცევა.

„ლივერპულმა“ თითქოს იოლად მოიგო, მაგრამ გვარიანადაც გაუჭირდა. ცოტა უცნაური სიტყვათშეთანხმებაა, მაგრამ მართლაც ასე იყო. მერსისაიდელები ყველაფერში ჯობდნენ მასპინძლებს: უტევდნენ, ავიწროვებდნენ, თრგუნავდნენ, პირველ ტაიმში გოლიც გაიტანეს (სადიო მანემ შეაგდო). მაგრამ შესვენების შემდეგ, ლონდონელები უფრო გააქტიურდნენ და ჯილდოდ, ანგარიშიც გაათანაბრეს. გოლი ერთობ კურიოზული გამოდგა. სტუმართა ფეხბურთელების შეცდომების მთელ წყებას მოჰყვა. ბოლოს ვან დეიკმა და მეკარე ალისონმა ვერ გაუგეს ერთმანეთს და მასპინძელმა რაიან ბაბელმა იყოჩაღა.

აი, აქ კი დაიძაბა ვითარება.“ლივერპული“ ოქროს ქულების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ სტუმრები ისწევ მოწინააღმდეგე მეკარის შეცდომამ გადაარჩინა.

ლივერპულელთა ერთ-ერთი შეტევისას, მასპინძელთა კარის დარაჯმა, სერხიო რიკომ საჯარიმოში მანე წააქცია. არადა, თითქოს უწყინარი ეპიზოდი იყო. შეცვლაზე შესულმა მილნერმა პენალტი ზუსრად დაარტყა და „ლივერპული“ გადარჩა. თუმცა, სიმართლე ვთქვათ, ამ შეხვედრაში „ლივერპულის“ ქულები რომ დაეკარგა, მართლაც საცოდაობა იქნებოდა.

მერე კლოპმა ВВС-ს უთხრა: ჯერ ასეთი გამოცდილი მწვრთნელიც არ ვარ. ჩემს გუნდებს ჩემპიონთა ლიგის მატჩების შემდეგ, ხშირად ექმნებათ პრობლემებიო. კლოპი თუ ამას ამბობს...

დღის მეორე მატჩში, „ევერტონმა“ „ჩელსის“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. პირველი ნახევარი უგოლოდ დამთავრდა. მეორეს დასაწყისში ანგარიში მერსისაიდელთა ბრაზილიელმა, რიშარლისონმა გახსნა. 72-ზე კი ისლანდიელმა გილფი სიგურდსონმა გააორა, თუმცა მანამდე მას კეპა არისაბალაგამ პენალტი აუღო.

ამისდაკვალად, „ევერტონი“ მე-11 ადგილამდე აღზევდა, „ჩელსი“ კი მეექვსე საფეხურზე დარჩა. თუმცა, მეოთხე ადგილს, ანუ ჩემპიონთა ლიგის ზონას, მხოლოდ სამი პუნქტით ჩამორჩება.

ინგლისი

პრემიერლიგა. 17 მარტი

ფულემი - ლივერპული 1:2

ლონდონი. „ქრეივენ კოტეჯი.“ 25 043

0:1 მანე (26), 1:1 ბაბელი (74), 1:2 მილნერი (81, პენ)

ფულემი: რიკო, ჩამბერსი, რიმი, ფოსუ-მენსა (კრისტი 74), ბრაიანი, კერნი (კებანო 82), აიტე, ბაბელი, სერი (სესენიონი 65), ზამბო ანგისა, მიტროვიჩი

მწვრთნელი: სკოტ პარკერი (დროებითი)

ლივერპული: ალისონი, ვან დეიკი, რობერტსონი, მატიპი, ალეკსანდერ-არნოლდი, ფაბინიო, ვეინალდუმი, ლალანა (მილნერი 72), ფირმინო (ორიჯი 72), მანე, სალაჰი (სტარიჯი 90+2)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: კრეიგ პოუსონი

გაფრთხილება: ზამბო ანგისა (65), ბრაიანი (90+4); ფაბინიო (39)

ევერტონი - ჩელსი 2:0

ლივერპული. „გუდისონ პარკი.“ 39 356

1:0 რიშარლისონი (49), 2:0 სიგურდსონი (72)

72-ე წუთზე სიგურდსონმა ვერ გაიტანა პენალტი

ევერტონი: პიკფორდი, კოულმენი, კინი, მინა, დინი, გეიე, გომეში (შნაიდერლინი 68), სიგურდსონი (დევისი 86), ბერნარდი (უოლკოტი 78), რიშარლისონი, კალვერტ-ლევინი

მწვრთნელი: მარკუ სილვა

ჩელსი: კეპა, ასპილიკუეტა, რიუდიგერი, დავიდ ლუისი, ალონსო, ჟორჟინიო (ჰადსონ-ოდოი 74), კანტე, ბარკლი (ლოფტუს-ჩიკი 65), პედრო, აზარი, იგუაინი (ჟირუ 66)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: გომეში (59); ალონსო (36), რიუდიგერი (61)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.114773
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X