ფეხბურთი

14:48 | 17.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "სანჩომ "მანჩესტერ სიტის" გამოწვევა არ მიიღო"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ "დორტმუნდში" გადასულ ჯეიდონ სანჩოს შანსი ჰქონდა თავისი შესაძლებლობები ინგლისურ კლუბში დაეტკიცებინა, თუმცა გამოწვევა არ მიიღო.

"სანჩომ არ მიიღო გამოწვევა, მას ამის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა წასვლა გადაწყვიტა. ყველაფერი კარგად წაუვიდა და დიდებულად ასპარეზობს. ამ სეზონში კარგად თამაშობს და ვულოცავ წინსვლას." - ციტირებს Sky Sports-ი გვარდიოლას სიტყვებს.

ინგლისის ეროვნული ნაკრების შემტევი "სიტიდან" "დორტმუნდში" 2017 წლის ზაფხულში გადავიდა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ბუნდესლიგაში 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა. სანჩოს სატრანსფერო ღირებულება გერმანულ კლუბში გადასვლის შემდეგ 5-დან 80 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104208