ფეხბურთი

12:42 | 17.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" ფოდენს არ გაანათხოვრებს

ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი ფილ ფოდენი მომდევნო სეზონში კვლავ "მანჩესტერ სიტის" რიგებში ითამაშებს. როგორც Daily Mirror-ი იუწყება, "ქალაქელები" ფეხბურთელის განათხოვრებას არ აპირებენ.

ფოდენი "სიტის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2017 წელ დააწინაურეს. ფეხბურთელს მცირე სათამაშო დრო ეძლევა, თუმცა მიმდინარე სეზონში 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ექვსი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. 18 წლის ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა.

0.124419