ფეხბურთი

12:15 | 17.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ხამესს დაბრუნების შემთხვევაში 50 მილიონად გაყიდის

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების შემტევ ნახევარმცველს ხამესს როდრიგესს მადრიდის "რეალი" 50 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაყიდის. El Confidencial-მა გაავრცელა.

სამხრეთამერიკელი მოთამაშე მიუნხენის "ბაიერნში" იჯარის წესით თამაშობს და თუ გერმანული კლუბი 35 მილიონ ევროს გადაიხდის ფეხბურთელი "რეკორდმაისტერთა" სრულფასოვანი წევრი გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ხამესი "რეალში" დაბრუნდება და ესპანელებს მისი გაყიდვა გადაწყვეტილი აქვთ.

როდრიგესმა "ბაიერნში" 61 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში შემტევმა ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა და მისი სატრანსფერო ღირებულება 80-დან 65 მილიონ ევრომდე დაეცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111652