კალათბურთი

0:25 | 17.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის ბრწყინვალე და სარეკორდო მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 23-ე ტურში გამარჯვება მოიპოვა გათამაშების აუტსაიდერმა „გიპუზკოამ“, რომელმაც „ბრეოგანი“ ძალიან ადვილად 100:65 დაამარცხა.

მასპინძლებმა შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს და დიდ შესვენებაზე 22-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. ამას მესამე პერიოდის 14 ქულით მოგებაც დაემატა და ბოლო ათწეუთეულმა ინტრიგის გარეშე ჩაიარა.

„გიპუზკოას“ რიგებში დიდებული მატჩი ჩაატარა ბექა ბურჯანაძემ. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 27:24 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 30 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

ბექამ 10-დან 8 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ორჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 37-ს გაუტოლდა. ჩვენებური ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო, როგორც ჩაგდებული ქულებით, ისე სარგებლიანობის კოეფიციენტით. შესაბამისად, მატჩის MVP-იც ბურჯანაძე გახდა.

ცნობისთვის, ბექას შანსი აქვს ტურის საუკეთესო მოთამაშეც გახდეს, თუმცა ამას მას შემდეგ გავიგებთ, რაც ტური დასრულდება. რაც მთავარია, ესპანურ კარიერაში ბურჯანაძემ პირადი რეკორდი დაამყარა, როგორც ქულების, ისე მარგი ქმედების კოეფიციენტის მაჩვენებლით.

„გიპუზკოას“ 23 ტურის შემდეგ 5 მოგების წილ 18 წაგება აქვს და ისევ ბოლო ადგილზეა. მომდევნო ტურში კი, 23 მარტს, „ტენერიფეს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103864