ფეხბურთი

19:32 | 16.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

არველაძის მორიგი გოლი პოლონეთის ჩემპიონატში (VIDEO)

21 წლის თავდამსხმელმა ვატო არველაძემ პოლონეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა. ქართველი ლეგიონერის გუნდი "კორონა" პირველი ტაიმის შემდეგ "იაგიელონიას" ანგარიშით 2:0 ამარცხებს, შეხვედრაში კი პირველი გოლი არველაძემ 37-ე წუთზე გაიტანა. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა 13 მატჩში უკვე ხუთი გატანილი გოლი დაუგროვდა.

ვატო ვლადიმერ ვაისმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა და შვეიცარიასთან გასამართ მატჩში შესაძლოა დებიუტი ჰქონდეს.

0.123702