ავტოსპორტი

18:05 | 16.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი და „მერსედესი“ ისევ ფორმაში არიან

მელბურნის ალბერტ პარკის ავტოდრომზე სტარტი აიღო ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის 2019 წლის სეზონმა. ავსტრალიის დიდი პრიზის კვალიფიკაციამ, „მერსედესის“ დამაჯერებელი უპირატესობა გამოავლინა, ლუის ჰამილტონმა კი მელბურნში ზედიზედ მეექვსედ, სულ კი მერვედ შეძლო პოულ პოზიციის მოპოვება.

რბოლის სტარტზე მას გვერდს თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი დაუმშვენებს, ვისაც პოულამდე 0.112 წამი დააკლდა. საინტერესოა, რომ კვალიფიკაციის ფინალური ნაწილის დასაწყისში, ჰამილტონი მუხრუჭების პრობლემებს უჩიოდა, თუმცა ამან საუკეთესო დროის დაფიქსირებაში ხელი მაინც ვერ შეუშალა.

„მერსედესის“ პილოტების ასეთმა შედეგმა სახტად დატოვა მათი მთავარი მეტოქე - „ფერარი“, რომელიც წინასასეზონო ტესტებისას ყველაზე კარგად გამოიყურებოდა. მაგრამ სებასტიან ფეტელი მხოლოდ მესამე შედეგს დასჯერდა და ჰამილტონთან 0.7 წამზე მეტი წააგო. შეგახსენებთ, რომ მას მელბურნში მას წინა ორი რბოლა აქვს მოგებული.

„ზამთრის ტესტების შემდეგ, წარმოდგენა არ გვქონდა, თუ სად ვიქნებოდით. იმედი გვქონდა, რომ იქ, სადაც ახლა ვართ... ვალტერიმ კარგად იმუშავა, ძალიან დაძაბული ბრძოლა გვქონდა“, - ნარბოლევს განაცხადა ჰამილტონმა, ვისთვისაც ეს კარიერაში 84-ე პოულ პოზიციაა.

ერთ ტრეკზე მოპოვებული პოულებით, ჰამილტონმა აირტონ სენას და მიხაელ შუმახერის რეკორდი გაიმეორა. ბრაზილიელს რვა პოული იმოლაზს ტრეკზე აქვს მოპოვებული, გერმანელმა კი იგივე სუზუკაზე შეძლო.

„ფერარის“ მეორე პილოტი შარლ ლეკლერი მეხუთე ადგილს დასჯერდა, მარანელოელთა შორის კი მაქს ფერსტაპენი დადგება, რომლის „რედ ბულიც“ კმაყოფილებას არ მალავს „ჰონდას“ ძრავთან ერთად დებიუტით. ჰოლანდიელისგან განსხვავებით, კვალიფიკაციის პირველი ბარიერიც კი ვერ გადალახა პიერ გასლიმ. მან თანაგუნდელზე მხოლოდ 0.114 წამით უარესი დრო აჩვენა, მაგრამ ამით მხოლოდ მე-17 ადგილზე დარჩა.

კვალიფიკაციის მესამე ნაწილში ასპარეზობა ვერ შეძლეს „რენოს“ პილოტებმა. სამაგიეროდ, „დანარჩენებს“ შორის ყველაზე სწრაფები „ჰაასის“ პილოტები - რომენ გროჟანი და კევინ მაგნუსენი არიან. მათ უკან კი „მაკლარენის“ ახალბედა ლანდო ნორისი დადგება, რომელმაც უკან კიმი რაიკონენი და სერხიო პერესი მოიტოვა.

საინტერესოა, რომ ჩემპიონატის სამივე დებიუტანტმა, პირველივე კვალიფიკაციაში შეძლო თანაგუნდელის ჯობნა - ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ, 19 წლის ნორისმა კარლოს საინსი ჩამოიტოვა, რომელიც მე-18 შედეგს დასჯერსა, „ტორო როსოს“ ალექსანდერ ალბონი დანიილ კვიატზე სწრაფი აღმოჩნდა, ჯორჯ რასელმა კი რობერტ კუბიცა ჩამოიტოვა, „უილიამსის“ ორივე პილოტი კი პელოტონის ბოლო ორ ადგილს დაიკავებს.

სამწუხაროდ, „უილიამსმა“ აღიარა, რომ FW42-ის შასის კონსტრუქციის პროექტირებისას, ფუნდამენტური შეცდომაა დაშვებული, რომლის გამოსწორებასაც რამდენიმე თვე დასჭირდება. ასე რომ, ფ1-ის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდს, კვლავ მაჩანჩალას არასასიამოვნო სტატუსი გარანტირებული ექნება...

ავსტრალიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია, Q3

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:20.486
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:20.598
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:21.190
  4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:21.320
  5. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:21.442
  6. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:21.826
  7. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:22.099
  8. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:22.304
  9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:22.314
  10. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1:22.781

Q2

  1. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:22.562
  2. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1:22.570
  3. ალექსანდერ ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1:22.636
  4. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1:22.714
  5. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:22.774

Q1

  1. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1:23.017
  2. 17. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1:020
  3. 18. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1:084
  4. 19. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1:360
  5. 20. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 1:067

შენიშვნა: შედეგებში მითითებულია კვალიფიკაციის კონკრეტულ ნაწილში დაფიქსირებული დრო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135576