ფეხბურთი

13:55 | 16.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისში სტადიონზე მინდვრის საფარის გამოცვლა დაიწყო

ქუთაისის „რამაზ შენგელიას“ სახელობის სტადიონზე სარემონტო სამუშაოები დაიწყო. როგორც სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება, ფეხბურთის ფედერაციის თაოსნობით სტადიონზე ახალი მინდვრის საფარი დაიგება.

მინდვრის საფარის დემონტაჟი უკვე დაწყებულია. მოგეხსენებათ, „ტორპედოს“ სტადიონის მინდორი ბოლო ხანებში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. გნებავთ, ხარისხობრივად, გნებავთ - ვიზუალურად.

თეგებიტორპედო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.170082