ფეხბურთი

14:22 | 16.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორეცკამ ჩემპიონთა ლიგაზე ბუნდესლიგის მაისურით ითამაშა

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ლეონ გორეცკამ ჩემპიონთა ლიგაზე ბუნდესლიგის მაისურით ითამაშა. გერმანელი ფეხბურთელის მაისურს ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად, ბუნდესლიგის ლოგო ამშვენებდა.

მიუხედავად იმისა, რომ გორეცკამ მოედანზე 18 წუთი გაატარა, უეფას მესვეურვებს ეს ფაქტი არ გამორჩენიათ და გერმანული გუნდის წინააღმდეგ საქმის განხილვა დაიწყეს.

უეფა „ბაიერნს“ ეტიკეტის დარღვევაში ადანაშაულებს და არაა გამორიცხული ფინანსური ჯარიმა დააკისროს.

შეგახსენებთ, რომ „რეკორდმაისტერმა“ „ლივერპულთან“ საკუთარ მოედანზე 1:3 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა.

სტატისტიკა
0.277727