ფეხბურთი

21:12 | 15.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრები - ბალოტელის გარეშე და კვალიარელასთან ერთად

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასაწყისისთვის შემადგენლობა დაასახელა. მანჩინიმ „სკუადრა აძურას“ მიღმა ისევ დატოვა მარიო ბალოტელი, რომელიც ბოლოს დროს „მარსელში“ შედეგიანად თამაშობს.

გარდა ამისა, არ გამოიძახა არც ანდრეა ბელოტი - მასაც კარგი პერიოდი აქვს „ტორინოში“ უკანასკნელ ხანებში მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. სამაგიეროდ, მანჩინის რჩეულთა შორისაა „იუვენტუსის“ 19 წლის ფორვარდი მოიზე კინი და სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი ფაბიო კვალიარელა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში დიდი ხნის პაუზის მერე გამოიძახეს.

იტალიის ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპს 23 მარტს, უდინეში, ფინეთთან მატჩით დაიწყებს, ხოლო სამ დღეში პარმაში, ლიხტანშტაინს დაუხვდება.

მეკარეები: ალესიო კრანიო (კალიარი), ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), მატია პერინი (იუვენტუსი), სალვატორე სირიგუ (ტორინო)

ნახევარმცველები: კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ალესანდრო ფლორენცი (რომა), არმანდო იცო (ტორინო), ჯანლუკა მანჩინი (ატალანტა), კრისტიანო პიჩინი (ვალენსია, ესპანეთი), ალესიო რომანიოლი (მილანი), ლეონარდო სპინაცოლა (იუვენტუსი)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (კალიარი), ბრაიან კრისტანტე (რომა), ჟორჟინიო (ჩელსი, ინგლისი), სტეფანო სენსი (სასუოლო), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), ნიკოლო ძანიოლო (რომა)

თავდამსხმელები: ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ფედერიკო კიეზა (ფიორენტინა), სტეფან ელ შაარავი (რომა), ვინჩენცო გრიფო (ფრაიბურგი, გერმანია), ჩირო იმმობილე (ლაციო), მოიზე კინი (იუვენტუსი), კევინ ლასანია (უდინეზე), ლეონარდო პავოლეტი (კალიარი), მატეო პოლიტანო (ინტერი), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103907